„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლური დამოკიდებულების გამოჩენა ბოლო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების კონსტიტუციურ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევისათვის.
ჩემი აზრით ამ მიმართულებით უმაღლეს საბჭოს ნაჩქარევი, არამართლზომიერი გადაწყვეტილებები გახდა წინაპირობა აფხაზეთის მთავრობაში შექმნილი კოლაფსური მდგომარეობისა. საკამათო არ უნდა იყოს, რომ უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ აღადგიონის 2013 წლის 8 აპრილის მდგომარეობით არსებული სტატუს-კვო და გააგრძელოს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების თანმიმდევრული განხორციელება“ - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.