ელგუჯა გვაზავა აფხაზეთის მხატვრის დავით ბაძაღუას პერსონალურ გამოფენას დაესწრო

 

5 ივნისს კასპის კულტურის სახლში მოეწყო აფხაზეთის მკვიდრის თანამედროვე ქართველი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და კასპის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოეწყო.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლის (ბედია, მოქვი, ლიხნი, ანაკოფი, გაგრა, დრანდა, ჭუბურხინჯი და სხვ.) 60-მდე ნამუშევარი, რომლის მიზანია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცოცხლება ფერწერასა და გრაფიკაში, ქართული კულტურის ძეგლების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და მისი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე, სამთავისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, ადგილობრივი მოსახლეობა და კასპში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები. კასპის კულტურის სახლში გამოფენა ერთ კვირას გასტანს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions