მშვიდობის თემა მოზარდების ნახატებში

 

პროექტის მიხედვით საუკეთესო 40 ნახატი სექტემბერში გამოიფინება სტრასბურგის ევროსაბჭოს საგამოფენო სივრცეში.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართა შორის ჟიურიმ პირველი ადგილი მიაკუთვნა ვანო შონიას ნახატს ”თეთრი პალიტრა”, მეორე - სალომე ჯონჯუას ნახატს ”გოგონა ენგურის ხიდზე”, მესამე - გიორგი ჟიჟიბაიას პლაკატს ”მშვიდობა ყველას!” სამივე გამარჯვებული აფხაზეთელია.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა: ” მისასალმებელია, რომ ამ გამოფენაზე პრევალირებს მშვიდობის თემა. მოგეხსენებათ, ცუდი მშვიდობა ჯობია კარგ დავას და კარგია, რომ ახალი თაობაც აცნობიერებს ამას. არ არსებობს სამყაროში მშვიდობის შენარჩუნებაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ. მშვიდობის გარეშე არც ახალგაზრდების განვითარება არსებობს. მე მათ ვუსურვებ მშვიდობიან მომავალს და წარმატებებს უახლოეს მომავალში სტრასბურგში და შემდგომშიც შემოქმედებით ცხოვრებაში”.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions