თამაზ ხუბუა: "უპერსპექტივო ”ღონისძიება”"

 

 

17 ივლისს კარაკასში შედგა ადგილობრივი არასაპარლამენტო ორგანიზაციის – აფხაზეთის ხალხთან სოლიდარობის ნაციონალური ფრონტის (FNSPA) პირველი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ვენესუელა–აფხაზეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის პრეზიდენტი ო.ლოპესი.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ ხუბუას თქმით, რომ „ვენესუელელი დეპუტატი ლოპესი 2012 წლიდან მოყოლებული შესაშური მონდომებით ცდილობს ცნებაში „აფხაზეთის ხალხები“ მისეული ურცხვი სეგრეგაციული მახასიათებლები დაამკვიდროს. მან არ იცის, ან იცის და იმდენად დაკაბალებულია „დამკვეთებისაგან“, რომ „აფხაზეთის ხალხებში“ მარტო აფხაზეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის წევრებს გულისხმობს და აფხაზეთის ტერიტორიას იძულებით გამოდევნებული სხვადასხვა ეროვნების თითქმის 500 ათას ადამიანს „უმნიშვნელო სტატისტიკად“ თვლის”.

 

”ლოპესსა და მის ნაციონალურ ფრონტს, როგორც იტყვიან, მშვიდობას ვუსურვებ აფხაზ სეპარატისებთან მეგობრობის განმტკიცების ეკლიან გზაზე, მაგრამ რამდენად ბრიყვი უნდა იყო, როგორც პოლიტიკოსი, რომ ვერ ხედავდე ამ „ღონისძიების“ უპერსპექტივობას. სხვა საქმეა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებზე ორიენტირებული სხვადასხვა უწყებები რომ ვერ იცლიან მსგავსი ფაქტებისადმი რეაგირებისათვის“, - აღნიშნა თ.ხუბუამ

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions