აფხაზეთში რუსეთის მიერ ინსპირირებული ომის დაწყების 21 წლისთავზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ, აფხაზეთში ომის ვეტერანებმა და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი.
დღესვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წარმომადგენლებმა ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გენერალ თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის მეთაურის გენერალ გენო ადამიას საფლავები ყვავილებით შეამკეს.