თამაზ ხუბუა: “მეეჭვება ასეთი ცხოვრებისეული და ეროვნული კრედოს მქონე პიროვნებამ, როგორიც ნ. წიკლაურია, სპორტშიც რაიმე ღირებულს მიაღწიოს”

 

სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ საქართველოს პრეზიდენტთან გ.მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრმა ნინო წიკლაურმა განაცხადა: „არ მაინტერესებს რომელ ქვეყანაში და სად ტარდება ოლიმპიადა. მე სპორტსმენი ვარ და მივემგზავრები საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობის  მისაღებად როგორც პროფესიონალი“.

 

ამ განცხადებას ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

„მეეჭვება ასეთი ცხოვრებისეული და ეროვნული კრედოს მქონე პიროვნებამ სპორტშიც რაიმე ღირებულს მიაღწიოს. წიკლაურმა უნდა იცოდეს, რომ მისი ეს როყიო გამონათქვამი აფხაზეთიდან დევნილებისათვის პირდაპირ ასე ჟღერს: „თქვენ, ჩემო დებო და ძმებო, კი გამოგყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა და მე, როგორც პროფესიონალ სპორტსმენს არ მეხება. ამიტომაც არავის აქვს უფლება დამიშალოს წასვლა საასპარეზოდ!“ ისე, კარგი იქნებოდა წიკლაურს მაგალითი თავისი თანაგუნდელისაგან ელენე გედევანიშვილისაგან აეღო, როცა ამ უკანასკნელმა რუსეთი პროტესტის ნიშნად 2008 წლის შემდეგ დატოვა და სპორტულ წრთვნას  ამჟამად სხვა ქვეყანაში გადის. სხვათაშორის გედევანიშვილი გაცილებით უფრო დიდი და სახელოვანი სპორტსმენია, ვიდრე წიკლაური. არაფერს ვამბობ გედევანიშვილის ალალმართალ, ხალას და პრონციპულ ეროვნულ პოზიციაზე“ – განაცხადა თ.ხუბუამ.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions