აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომისიის სხდომა

 

ა/წ 17 თებერვალს გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის  კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელსაც უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

 

სხდომამ მოისმინა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა (მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მანანა ქვაჩახია, ნონა შონია) ინფორმაცია ოკუპირებული გალის რაიონში სასკოლო განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ დე-ფაქტო რეჟიმი, ახორციელებს რა ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციის პოლიტიკას, უხეშად არღვევს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.

 

შექმნილი ვითარების გამოსწორების მიზნით, სხდომამ შეიმუშავა კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს განსახილველად.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions