2014 წლის 28 აპრილიდან, რუსმა ოკუპანტებმა გალი-ზუგდიდის ადმინისტრაციულ საზღვარზე, კერძოდ გალის რაიონის სოფ. ნაბაკევსა და ზუგდიდის რაიონის სოფ. კოკის საზღვარზე (სოფ. ხურჩას მონაკვეთზე) ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებაზე კონტროლი გაამკაცრეს.
სარწმუნო წყაროს ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე რუსებმა არსებულ საგუშაგოზე ვიდეოკამერები დაამონტაჟეს. მიმოსვლა ნებადართულია მხოლოდ მათ მიერ გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენის შემდეგ.