აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია - ”ერთიანი საქართველო” შეიქმნა 2004 წლის სექტემბერში ბ-ნ ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით. დღეისათვის ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით, შეჩერებული აქვს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება. ფრაქციას ამჟამად ხელმძღვანელობს ქ-ნი რაისა ქარაია. ვინაიდან ფრაქციის შემადგენლობა და დასახლება არ შეცვლილა, ვაქვეყნებთ ფრაქცია - "ერთიანი საქართველო"-ს 2004 წლის სექტემბერში მიღებულ პოლიტიკური პლატფორმას.