აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრები გამართა
1 ივნისს ბატონი ელგუჯა გვაზავა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხრაჩ სილვანიანს შეხვდა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია 11 მაისს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ვასილი ციბენკოს, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტომას ლუკს და 19 მაისს ყაზახეთის დროებით რწმუნებულს საქართველოში იგორ მუსალიმოვს შეხვდა.
ყველა შეხვედრის განხილვის მთავარი თემა კონფლიქტები, იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკური ნიშნით ქართველთა დევნის ფაქტები და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო პრობლემებია.
საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების ელჩებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ლიდერმა მადლობა გადაუხადა ზოგადად ქვეყნისათვის და კერძოდ კი დევნილთათვის გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის.
დიპლომატები კონფლიქტების მშვიდობიანი - პოლიტიკური მეთოდებით მოგვარების, დევნილთა სოციალური, ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და კულტურული დახმარებისათვის თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოხატავენ.
ამასთან, 2 ისნისს აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა შეხვდა ლატვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანდრის ვილცანს, ხოლო 3 ივნისს ლიტვის დიპლომატიური წარმომადგენლობის პირველ პირს _ იონას პასლაუსკას.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება