2 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ელგუჯა გვაზავას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა.
საუბარი შეეხო აფხაზეთის პრობლემატიკას, კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების და დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.