აფხაზეთის ხელისუფლებამ ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

22 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, დაიწყო ომი აფხაზეთში, რისი საბაბიც აღმოჩნდა აფხაზეთში იმ დროისთვის სისტემატური ძარცვის ობიექტად ქცეული რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასაცავად იქ მივლინებული სამხედრო ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასწარ იყო შეთანხმებული ვლადისლავ არძინბასთან. აფხაზმა სეპარატისტებმა  სოფელ ოხურეისთნ ცეცხლი გაუხსნეს ქართულ ჯარს.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა, დევნილი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორილი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას სახელობის სკვერში მდებარე სკულპტურული მემორიალი ”საქართველოსთვის”  ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions