აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება


ამა წლის 25 ივნისს პრეზიდიუმმა გააკეთა განცხადება ”საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოების მოქალაქეთა ჯგუფების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიური დივერსიების შესახებ”, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდნენ ძალები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის მიმართული ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების წინააღმდეგ და რომელთა მიმართ ჩვენის მხრიდან არ ხორციელდება სათანადო, ადეკვატური ღონისძიებები.

 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის ”NESEHNUTI” (ნესეჰნუტი) აქტივისტები მესამე წელია ენგურის ადმინისტრაციული საზღვრის გავლით, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ვითომ ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების მიზნით ჩადიან აფხაზეთში. ორგანიზაციას გაჩაღებული აქვს კამპანია იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოსგან დამოუკიდებელი და ახლაც უნდა  იქნას აღიარებული, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ამას გარდა, ვებგვერდზე უდევთ საქართველოს გაყალბებული ისტორია, მრგვალ მაგიდებსა და რიგ ღონისძიებებზე ფაქტიურად ეწევიან პროპაგანდას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოუწოდოს საქართველოს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს აქტიურად დაინტერესდნენ ზემოთ მითითებული საქმიანობებით დაკავებულ ჯგუფთა რეალური მიზნებით და განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ძირგამომთხრელი საქმიანობის აღმომფხვრელი ღონისძიებები.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions