აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს სტუმრობდა ცნობილი დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოში, მათ შორის დევნილ მოსახლეობაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე. მეცნიერის მოსაზრებით, დემოგრაფიული პრობლემა სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვით ამ მიმართულებით თვალსაჩინო ნაბიჯებიც უნდა გადადგას.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დეპუტატების მონაწილეობით თემის ირგვლივ საინტერესო დისკუსია გაიმართა.