გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ქართული მხარის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ დღის წესრიგის მიხედვით განიხილა საკითხი "სუამის სივრცეში ხანგრძლივი კონფლიქტები და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობისთვის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის".

 

ასაბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ".

 

რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება კონფლიქტების შედეგად საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლის შესახებ.

 

გენერალურმა ასამბლეამ აღიარა "ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის და მათი შთამომავლების უფლებები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე".

 

ასაბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნულია მათი საკუთრების შეძენაზე თავის შეკავების შესახებ.

 

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გენერალური ასაბლეა დემოგრაფიული ვითარების ძალისმიერად შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს.

 

კენჭისყრის მიხედვით რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 სახელმწიფომ, წინააღმდეგ მისცა ხმა 17-მა, ხოლო 86-მა სახელმწიფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions