გამოხმაურება ესპანეთიდან

გამოხმაურება ესპანეთიდან

ვილლიამალეა (აბასეტე) ესპანეთი

 

2017 წლის 11 აგვისტო

ძვირფასო ლია და ჯემალ,

მთელი გულით მადლობას გწირავთ სიგელით დაჯილდოვების გამო მოკრძალებული წვლილისთვის, რაც მე შევიტანე წიგნზე - „აფხაზეთი (საქარათველო), ისტორიის, პოლიტიკისა და კულტურის საკითხები“ მუშაობისას.

ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება და საამაყოა, რომ მონაწილეობა მივიღე ამ საქმეში რეზო, ირინა და გიოგრისთან ერთად და ესპანურ ენაზე დავამუშავე ეს დიდებული წიგნი, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდეს აფხაზეთად წოდებული საქართველოს რეგიონის სხვადასხვა ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ასპექტები, რომელიც მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ნაკლებადაა ცნობილი.

ვიმედოვნებ, ეს წიგნი დაგეხმარებათ აღადგინოთ სამართლიანობა, სიმართლე და კანონიერება აფხაზეთში/საქართველო და ეს რეალობა გახდება, რადგან აფხაზეთი საქართველო იყო გუშინ, არის დღეს და იქნება ხვალაც.

დიდ მოკითხვას გითვლით ესპანეთიდან, გისურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას და პროფესიულ წინსვლას

ხელმოწერა: ხუან ფრენ ნუნიეს პარენო






 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions