ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ აქტუალური გახდა ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან აფხაზეთისკენ საავტომობილო გზის გაყვანის თემა, რომელიც 2009 წლიდან დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. იდეას მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია, რაც პირადად ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა. გზის მშენებლობის მომხრეები ხაზს უსვამენ მის ეკონომიკურ მნიშვნელობას აფხაზეთისთვის.
სინამდვილეში, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან აფხაზეთისკენ გზის მშენებლობას აქვს, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მნიშვნელობა და წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის, აგრეთვე მისი შემდგომი მილიტარიზაციის გეგმის ნაწილს. აღნიშნული გზის მშენებლობა მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ამავე დროს ძირს უთხრის რეგიონალურ და საყოველთაო უსაფრთხოებას. ამიტომ, რაც შეიძლება მალე ეს საკითხი უნდა გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციების განსჯის საგანი.
ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან აფხაზეთისკენ გზის გაყვანის თანამედროვე გეგმას ისტორიულ ჭრილში განიხილავს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.
რუსული ტექსტი იხილეთ ამავე საიტზე: http://scara.gov.ge/ru/2011-09-08-07-44-18/913-2017-09-15-12-39-16.html