აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგავლი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ პრეს- რელიზი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ „მრგვალი მაგიდა– დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ 2018 წლის 22 იანვარს ჩაატარა მორიგი, გასვლითი, გაცნობითი სახის ორი შეხვედრა  აფხაზეთის  მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტსა და აფხაზეთის მთავრობის განათლების და კულტურის სამინისტროში.

 

შეხვედრებზე ხაზი გაესვა როგორც იუსტიციის დეპარტამენტის, ასევე განათლებისა და კულტურის სამინისტროს მნიშვნელობას შერიგებისა და კომუნიკაციის საკითხებში, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან, გამოიხატა თანამშრომლობის აუცილებლობა სტრუქტურათა სპეციფიკიდან გამომდინარე და მზაობა სამუშაო რეჟიმში ჩასატარებელ სამომავლო შეხვედრებთან დაკავშირებით.

იუსტიციის დეპარტამენტში, ისევე როგორც განათლებისა და კულტურის სამინისტროში, უკვე ახლა დაიგეგმა შემდეგ შეხვედრებზე განსახილველი საკითხები.

შეხვედრების ინიციატორები არიან და მასში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე, ბატონი თამაზ ხუბუა, აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი,  ბატონი ზურაბ მებონია და ფრაქციის თავმჯდომარის თანაშემწე მაია ჯახაია.

შეხვედრათა შემდეგი ეტაპი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, რომელზე ინფორმაციასაც ოპერატიულად გაავრცელებს ფრაქცია.
ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions