აქტუალიზებული თემატიკის გარშემო დისკუსიაში მონაწილეობდნენ იურისტები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების პრობლემატიკით დაინტერესებული საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზ. ხონელიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გ. ოდიშარია, საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობის „ახალგაზრდა რეფორმატორები“–ის ლიდერი ი.ღლონტი, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გ. ფაცაცია, იმავე უწყების იურისტი კ. პეტრიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების დროებითი კომისიის აპარატის უფროსის მოადგილე თ. ჭახრაკია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსი გ. თუმანიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი ნ. ჩალოევი.
მრგვალმა მაგიდამ განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც რეაგირებისთვის გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომისიებსა და დროებით კომისიას, განსახლებისა და ლტოლვილთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სამინისტროებს, საქართველოს ომბუდმენის აპარატს.