უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ სხდომაზე ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრს დ. გვაძაბიას მოუსმინეს

2018 წლის 19 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ სხდომაზე მოსმენილ იქნა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მთავრობის მინისტრის დ. გვაძაბიას ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის აღსადგენად მიმდინარე მუშაობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.

 

სხდომაზე დაიგეგმა ერთობლივი ღონისძებები და მზაობა გამოიხატა საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად ფრაქციისა და სამინისტროს აპარატის ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად.

ფრაქციის სხდომამ მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები.


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions