2010 წლის 13 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის დირექცია მ. კოსტავას სახელობის მემორიალურ მუზეუმში ერთობლივ ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ. აგრეთვე გაიმართება ერთობლივი ლექტორიუმი თემაზე: “საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები”.
ღონისძიება მიზნად ისახავს დიდი მამულიშვილის ხსოვნის უკვდავყოფას და საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის ყველა ეტაპზე არაქართველი ეროვნების გამოჩენილი მოღვაწეების როლის პოპულარიზაციას და ამ კონტექსტში რუსეთის ნეოიმპერიული, ველიკოდერჟავული ზრახვებისა და პრაქტიკული ქმედებების გამოვლენას.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 13 ოქტომბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან დაიღუპა ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი მერაბ კოსტავა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება 12.10.2010წ.