მივლინება საქართველოს პირველი რესპუბლიკის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით

საქართველოს პირველი რესპუბლიკის  100 წლისთავის თარიღთან  და პარალელურად აფხაზეთის ოკუპაციის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, 25-28 მაისს, მივლინებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია. საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ევროპის საბჭოში, ბატონ ირაკლი გივიაშვილს დეპუტატმა საცნობარო-პოლიტიკური ლიტერატურა და დოკუმენტური მასალა გადასცა და მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში.

 

მასალები თემატურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და აფხაზეთის ისტორიასა და კულტურას, აქტუალურ პოლიტიკურ ნიუანსებს ასახავს, რაც მათი ჩამონათვალითაც კი დასტურდება:

 

1.აფხაზეთი - ისტორია, პოლიტიკა, კულტურა; მოკლე კურსი სხვადასხვა ენაზე: ფრანგულ (გამოცემულია პარიზში), ინგლისურ (თბილისი), გერმანულ (თბილისი, ვიტტენი-გერმ.),  ესპანურ (ალბასეტე - ესპ.) ენებზე, პროფესორების ჯემალ გამახარიას და ლია ახალაძის ავტორობით.


2. აფხაზეთის ტრაგედია - ქართველთა გენოციდის მასალები, ინგლისურ ენაზე. (სარედაქციო კოლეგია); გამოცემული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის .უმაღლესი.საბჭოსა და მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური .პროკურატურის და ცნობილი მეცნიერების მონაწილეობით.


3. აფხაზეთის / საქართველო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. კრებული ქართულ, რუსულ., ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ენებზე, ილუსტრირებული;  მთავარი რედაქტორ - გამომცემელი ზურაბ ჯგუბურია

4.აფხაზეთის/საქართველო  ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები. ილუსტრირებული კატალოგი, კომენტარებით, გამოცემული რუსეთის კულტურის სამინისტროს, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კულტურისა  და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მასალების გამოყენებით, 2011-2017 წლების მდგომარეობის შესახებ რუსულ-აფხაზური მასალების შესაბამისად: ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე. მთავარი რედაქტორ - გამომცემელი ზურაბ ჯგუბურია.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას შეხვედრები სტრასბურგში ევროპის საბჭოს საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, აგრეთვე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, მსჯელობები საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და აფხაზეთის ოკუპაციის მნიშვნელოვან დეტალებზე საინტერესოდ და აქტუალური დისკუსიებით წარიმართა.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions