აფხაზეთში რუსეთის მიერ ინსპირირებული ომის 26-ე წლისთავზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ასევე აპარატის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას თბილისში და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.