იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის გამოთხოვის შესახებ“; „უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის მონაცემების შესახებ“; და „შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების (ღონისძიებების) 2023 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“.

კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს წარმოდგენილი ინფორმაცია და საკითხის წამყვანი კომიტეტისთვის მიწოდების შესახებ შეთანხმდნენ. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, კანონის მოქმედი რედაქციის დახვეწის მიზნით, საჭიროა გარკვეული ცვლილებებისა და ჩასწორებების შეტანა.


საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა ანზორ წოწონავამ, მურმან კვარაცხელიამ, ოლღა ნაგარნინამ. კომიტეტის წევრები კანონის პროექტით გათვალისწინებული საკითხების შემდგომი ინიცირების მიზნით მუშაობის გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ.






































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions