უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

13 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, კერძოდ გაზრდილი პარამეტრები, რომლებიც მიმართულია ძირითადად შემოქმედებითი კოლექტივების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, ხოლო თანამოხსენებით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრები ზურაბ ჯგუბურია,  თეიმურაზ მჟავია, თემურ კალანდია, ანზორ წოწონავა, ვახტანგ კაჭარავა.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხი განსახილველად გადაეცეს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.






















































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions