საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა

8 აგვისტოს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომიტეტის წევრები: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:

1.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი;

2.
ინფორმაცია შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებსა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამების 2023 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.


აღნიშნულ საკითხებზე მოხსენებებით დეპუტატების წინაშე წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, რომელმაც აგრეთვე უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს და პროექტს რეკომენდაცია გაუწიეს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის 2023 წლის 6 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.







































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions