აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო სტუდენტებს ულოცავს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს - 17 ნოემბერს

17 ნოემბერს, მაგთი-კლუბში,  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, თბილისის წამყვანი უნივერსიტეტების ხელმძღვანელი პირები, წარჩინებული დევნილი სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.

 



უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნული დღესასწაული მიულოცა  სტუდენტებს და მომავალი წარმატებები უსურვა: „მე დღეს ამაყი ვარ, რომ ასეთ წარჩინებულ ახალგაზრდებს ვხედავ. აი, თუნდაც, ერთ-ერთი უნივერსიტეტის  7 წარჩინებული სტუდენტიდან შვიდივე აფხაზეთიდან დევნილია - მე თქვენი მეიმედება. თქვენ  ხართ თაობა, რომელსაც მძიმე მეკვიდრეობა ერგო - უნდა აღადგინოთ ხიდი, რომელიც ჩატეხილია ჩვენსა და აფხაზებს შორის მესამე ძალის მონდომებით. დღეს აფხაზეთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ინტელექტუალური ბრძოლით, ოკუპანტებს სამართლებრივი ომი უნდა გავუმართოთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის. ეს ადვილი არ არის, მაგრამ თქვენ რომ გიყურებთ, მჯერა, ამას მოახერხებთ, რასაკვირველია, ჩვენს მხრებზე დაყრდნობით“.



უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, რაისა ქარაიამ, თემურ მჟავიამ ასევე მიულოცეს აკადემიური მოსწრებით გამორჩეულ  სტუდენტებს, გადასცეს უმაღლესი საბჭოს სიგელი და სიმბოლური საჩუქრები.



ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცერექტორმა ზურაბ გასიტაშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს ტრადიციად დამკვიდრებული ლამაზი ზეიმისთვის, რაც მეტ მოტივაციას აძლევს მომავალ საქმიანობაში  როგორც სტუდენტებს, ისე მათ მასწავლებლებს. ამის დასტურის ნიშნად, ზ.გასიტაშვილმა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შვიდი წარჩინებული სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდისგან გაათავისუფლა.



ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის სოლისტები, ხელოვნების სკოლა აფხაზეთი №2 ანსამბლი, რომლებმაც  მრავალხმიანი სიმღერები შეასრულეს აფხაზეთსა და საქართველოზე.










































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions