მურმან კვარაცხელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორად აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“-ს თავმჯდომარე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მურმან კვარაცხელია არჩეულ იქნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორად.

 

ბატონ მურმან კვარაცხელიას თაოსნობითა და ინიციატივით დაიდო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ევროპის სამ უნივერსიტეტთან, მათ შორის ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტთან, რომლის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების პროფესორმა ვოლფგანგ ვენგიმ ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა პროფესორ  მ.კვარაცხელიას და მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის რეალიზაციაში.


ვულოცავთ ბატონ მურმან კვარაცხელიას, ვუსურვებთ წარმატებებს კანონშემოქმედებაში, სამეცნიერო მოღვაწეობასა და სტუდენტი ახალგაზრდების აღზრდის საქმეში.

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions