აფხაზეთის ა/რ საბჭოს წევრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდობის წარმომადგენლებს შეხვდებიან
27 ოქტომბერს, 12 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის გაერთიანებული პროფესიული კავშირი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების წარმომადგენლების მონაწილეობით მრგვალ მაგიდას აწყობს. მრგვალ მაგიდას გაუძღვება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა.

 


მოწვეული იქნებიან აფხაზეთის ახალგაზრდობის როგორც ცნობილი სახეები, სხვადასხვა სახის კონკურსების ლაურეატები, წარმატებული მეცნიერები, ექსპერტები, ბიზნესმენები, არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსოფლიო ჩემპიონები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსახიობები, მხატვრები ჟურნალისტები, ასევე რიგითი წარმომადგენლები. ყველა მათგანს ექნება საშუალება კონკრეტულად წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად, აგრეთვე ნებისმიერ მათთვის აქტუალურ საკითხზე.

 

მრგვალი მაგიდის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი, განსხვავებული ბიოგრაფიების ახალგაზრდების მიღწევებისა და პრობლემების განხილვა, მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა აფხაზეთის დეოკუპაციის პროცესში, დისკუსია უმაღლესი საბჭოსა და ახალგაზრდობის ერთობლივი მუშა-ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობასა და ქმედუნარიანობაზე.



მრგვალი მაგიდა ჩატარდება მისამართზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1, I ჩიხი,
მე-3, მე-3 სართული;
აფხაზეთის გაერთიანებული
პროფკავშირების
საკონფერენციო დარბაზი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის სამსახური

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions