აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სპიკერატის არჩევნები ჩატარდა


დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესია გაიმართა. დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი სპიკერატის არჩევნები იყო.


 

ორი ვადით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის შემდგომ ელგუჯა(გია) გვაზავამ უარი განაცხადა ხელახლა ეყარა კენჭი თავმჯდომარის თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ  კონსტიტუცია და რეგლამენტი მას არ უკრძალავდა ამას. გია გვაზავა ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, დეპუტატის სტატუსით კვლავ უმაღლეს საბჭოში გააგრძელებს მოღვაწეობას.

 

თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი, უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეები - დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია. დავით გვაძაბიამ კენჭიყრამდე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. რეგლამენტის შესაბამისად, თავმჯდომარის არჩევისთვის 19 დეპუტატიდან 10 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ახალ თავმჯდომარედ 18-დან 14 ხმით ჯემალ გამახარია აირჩია, ერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღესვე ჩატარდა კენჭისყრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების ასარჩევად.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს დეპუტატები თამაზ ხუბუა და დავით გვაძაბია.

 

 

Print
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions