ქართველების წამება გალში – სამართლებრივი ომი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში გაჩაღდება
დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, დისკრიმინაცია ეროვნული ნიშნით – აღნიშნული მოტივით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ოკუპანტების წინააღლდეგ ჰააგისთვის სარჩელს ამზადებს. რა დანაშაულს ჩადიან ოკუპანტები ქართველების მიმართ, ამ თემაზე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

 

როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ის, რაც გალის მოსახლეობის მიმართ ხორციელდება, მსგავსი, დედამიწის ზურგზე არსად ხდება. მისივე შეფასებით, ადამიანის წამების ტოლფას დანაშაულს მხოლოდ რეზოლუციებით არ ეშველება.

„გააქტიურდა ბრძოლა ქართველების იდენტობის წინააღმდეგ. ადამიანებს ეუბნებიან რომ თქვენ ხართ ძირძველი აფხაზები და უნდა დაუბრუნდეთ ძირძველ ფესვებს და ამის შემდეგ თქვენ გექნებათ გარკვეული უფლებები. მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ არ უნდა იყოთ ქართველები და ეროვნება უნდა შეიცვალოთ. აბუჩად იგდებენ იქაურ ქართველობას, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ სურს თავისი იდენტობის შეცვლა. ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფად გადაკვეთა შეზღუდულია. აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონში მაცხოვრებელ ქართველებს ეკრძალებათ ქორწინების რეგისტრაცია. მათ არ შეუძლიათ ახალშობილი, რომელიც გალის რაიონში დაიბადა, ქართულ ოჯახში, ის უნდა დარეგისტრირდეს ენგურს აქეთ. იქ მხოლოდ მოგცემენ რაღაცა ცნობას, რომ ბავშვი გაჩნდა“ – სად ხდება მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე? - კითხულობს გამახარია და იმ სარჩელზე საუბრობს, რომელიც ოკუპანტებს ეხებათ.

„დისკრიმინაცია გრძელდება და სულ უფრო მკაცრდება. რეზულუციების მიღება უნდა გაგრძელდეს და მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უნდა გავმართოთ „სამართლებრივი ომი“ ოკუპანტების წინააღმდეგ. სამართლებრივი ომი კი შეგვიძლია გავაჩაღოთ სტრასბურგში და ჰააგაში. დავიწყეთ სპეციალისტების და მაღალი დონის იურისტების მოწვევა და დავიწყებთ შესაბამისი სარჩელების მომზადებას. ეს სარჩელი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იქნება მიმართული. შედეგს ველოდებით და ეს შედეგი არის ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილება. არ მგონია, რომ ოკუანტებმა დიდი ანგარიში გაუწიონ ჰააგის სასამართლოს მნიშვნელობას, მაგრამ ამას ექნება დიდი მორალური მნიშვნელობა და იქნება დიდი პოლიტიკური გამარჯვება ქართველი ხალხის ოკუპანტებზე. ამით ძალიან დიდ პოლიტკურ დარტყმას მივაყენებთ მათ“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

სრული ვიდეოს სანახავად მიყეით ბმულს:


„ადამიანების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასტიკად ირღვევა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ცნება გალის რაიონის მოსახლეობისთვის საერთოდ არ არსებობს, მათ არ შეუძლიათ სკოლის გარდა სხვა დაწესებულებებში მუშაობა, თუ ქართული დიპლომი გაქვს, გალის რაიონში სამსახურში არავინ მიგიღებს. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების გარდა მათ ეკრძალებათ ქართულად საუბარი, სიმღერა და ღვთისმსახურების ჩატარებაც კი", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

გამახარიას თქმით, ოკუპანტები პირდაპირ მოუწოდებენ ქართველებს იდენტობის შეცვლისკენ.

„მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ არ უნდა იყოთ ქართველები და გინდათ თუ არ გინდათ, ეროვნება უნდა შეიცვალოთ", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

„ოკუპანტები მშვიდად არ უნდა დავაძინოთ. ადამიანობის წინააღმდეგ, წამების წინააღმდეგ, ეროვნული ნიშნით ქართველების ჩაგვრის წინააღმდეგ ხმა უნდა ავიმაღლოთ, რუსეთის სახელმიწიფოს სამართლებრივი ომი უნდა გამოვუცხადოთ“ – ასეთია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის – ჯემალ გამახარიას სტრატეგია, რომელმაც, გალში მცხოვრები ქართველების მიმართ ჩადენილი დანაშაულებები „მედიაცენტრ მთავარში“ პუნქტებად ჩამოთვალა.

• გალის რაიონის ქართული მოსახლეობისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს;

• დეფაქტო არჩევნებში, რეფერენდუმში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაწევრიანების უფლება იქაური ქართველებისთვის აკრძალულია;

• დეფაქტო სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მუშაობა არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ სხვა დაწესებულებებში მუშაობა გარდა სკოლისა

• თუ ქართული დიპლომი გაქვს, შენ სამსახურში არავინ მიგიღებს. ყველა გზა გადაკეტილია ქართული მოსახლეობისთვის;

• მშობლიური ენაზე განათლების მიღების პრობლემა, რომელმაც ისეთი მასშტაბები მიიღო რომ გადავიდა ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე. არა მხოლოდ სწავლებაზეა საუბარი, საუბარია იმაზე, რომ ქართულ ენაზე, მშობლიურ ენაზე ღვთის მსახურების მოსმენა და მსახურების ჩატარება შეუძლებელია;

• არ შეიძლება ქართული სიმღერის არც მღერა და არც მოსმენა და თუ ეს მოხდა, ქართველებს პასუხს აგებინებენ;

• საუბარი შეუძლიათ მხოლოდ რუსულად. ერთმანეთში შეუძლიათ მეგრულად ისაუბრონ, მაგრამ, ქართულ ენაზე მიმოწერა, გზავნილიც კი არ შეიძლება;

• ყველაფრი კეთდება, გალის რაიონიდან ქართულის ამოსაძირკვად;

• გააქტიურდა ბრძოლა ქართველების იდენტობის წინააღმდეგ. ადამიანებს ეუბნებიან რომ თქვენ ხართ ძირძველი აფხაზები და უნდა დაუბრუნდეთ ძირძველ ფესვებს და ამის შემდეგ თქვენ გექნებათ გარკვეული უფლებები;

• ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთა შეზღუდულია;

• აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის მაცხოვრებელ ქართველებს ეკრძალებათ ქორწინების რეგისტრაცია;

• ქართველებს არ შეუძლიათ, ახალშობილი, რომელიც გალის რაიონში დაიბადა იქვე დაარეგისტრირონ. მისი რეგისტრაცია ხდება ენგურს აქეთ;

• სოციალური დახმარება, ჯანდაცვა, პენსია, ეს მცნება ქართველებისთვის აღარ არსებობს;

• ქართველები თავიანთ სახლში ცხოვრობენ, სახლში, სადაც ბაბუბის ბაბუა ცხოვრობდა. ამ სახლში მათ აქვთ უფლება იცხოვრონ, მაგრამ მათი განკარგვის უფლება არ აქვთ;

• მიწის, სახლის, ქონების შეძენა კატეგორიულად ეკრძალებათ.

ეს ის 15 პუნქტიანი ჩამონათვალია, რომელიც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ჩამოთვალა. ეს სწორედ ის პუნქტებია, რაზეც, ჰააგის სასამართლოში ქართულ მხარეს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა მოუწევს.

სრული ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს: 
http://mcm.ge/

ამ თემაზე ინფორმაციით მისაღებათ მიყევით ბმულს: 
http://mcm.ge/

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions