ლორიკ მარშანიას ხსოვნა


ცხრა წლის წინ, 2010 წლის 13 აგვისტოს ტრაგიკულმა შემთხვევამ შეიწირა საქართველოს საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, მეცნიერის, ცნობილი პოლიტიკოსის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ლორიკ  მარშანიას სიცოცხლე.

 

დღეს აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა,  თავმჯდომარესთან ჯემალ გამახარიასთან ერთად პატივი მიაგეს  ლორიკ მარშანიას ხსოვნას და ყვავილების გვირგვინით შეამკეს მისი საფლავი.


დღეს, მის საფლავთან არაერთხელ აღინიშნა, რომ ლორიკ მარშანია იყო უძველესი აფხაზური გვარის,  ერთიანი საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი, რომელმაც მძიმედ განიცადა რუსეთის მიერ ინსპირირებული კონფლიქტის შედეგები და მთელი თავისი ნიჭი, ენერგია აფხაზეთის, საქართველოს სიყვარულს, კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესს  მოახმარა.


ლორიკ მარშანიას ოჯახის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ  მადლობა გადაუხადეს ყველას მამის ხსოვნისადმი გამოჩენილი პატივისა და ყურადღებისათვის.



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions