12 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უკრაინის საელჩოში გამართულ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და უკრაინის ელჩს, საელჩოს წარმომადგენლებს ღირსშესანიშნავი თარიღი მოულოცა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების თანამდებობის პირები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.