„საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ“

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელწოდებით „საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ“ გაიმართა ღონისძიება, რომელიც აფხაზეთის პრობლემატიკის მოგვარების ხელშეწყობას, სამშვიდობო ინიციატივების გააქტიურებას ისახავს მიზნად.

 

საღამო სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივმიგებით დაიწყო, რომელთა გმირობის ამსახველი კადრები, დიდი მაესტროს გია ყანჩელის მუსიკის ფონზე, მონიტორზე იყო გაცოცხლებული.

საღამოს უძღვებოდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, რომელმაც აუდიტორიას შეახსენა, რომ ღონისძიება პროგრამის „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში დაიგეგმა.

შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ღონისძიებას მხარდაჭერა აღმოუჩინა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც საკუთარი კოლექციების ფოტოგამოფენა მოაწყო. ხელნაწერთა ცენტრის კოლექციებმა გააცოცხლა ქართულ-აფხაზური  ერთობის წარსულის ისტორიები. აქვე გამოიფინა აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მხატვრების ნამუშევრები. ცნობილმა პოეტმა ერეკლე საღლიანმა ქართულად თარგმნილი აფხაზური ლექსები წაიკითხა, ბოლოს კი ნაჩვენები იყო ფილმი „ხიდის ორი მხარე“, შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ელგუჯა გვაზავამ, თემურ მჟავიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ანზორ წოწონავამ, ზურაბ მებონიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, საზოგადოების ცნობილმა სახეებმა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიესალმა საღამოს მონაწილეებს და აღნიშნა: „სამშობლოსათვის თავდადებული გმირების პატივმიგებისას, ჩვენ ვიხსენებთ მათ, მაგრამ კი არ ვგლოვობთ, ვფიქრობთ მთავარზე - სამომავლო გეგმებზე, იმაზე თუ როგორ განვახორციელოთ ის მიზანი, რისთვისაც ამ ადამიანებმა სიცოცხლე გაწირეს. სამშობლოსათვის თავდადებულთა გახსენება ამ შესანიშნავი გამოფენის ფონზე, სიმბოლური მეჩვენა, რადგან ხელნაწერთა ცენტრის კოლექციის დემონსტრირებით, კიდევ ერთხელ დოკუმენტებით დადასტურდა ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობა და ის, რომ საერთო მტერი ოდითგან უთხრიდა ძირს ჩვენს ერთიანობას, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდა. აქ წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია რომ აფხაზეთში მოღვაწე მამულიშვილებმა მეუფე კირიონმა, ამბროსი ხელაიამ, იაკობ გოგებაშვილმა და სხვა ბუმბერაზმა ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ აფხაზეთში, ფაქტობრივად, იდეოლოგიურად და პოლიტიკურად სძლიეს რუსეთის იმპერიას, და შეინარჩუნეს ჩვენი ერთობა. მართალია, ჩვენ ამ ბუმბერაზ მამულიშვილებს ვერ შევედრებით, მაგრამ სანუკვარი მიზნისათვის აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანებით, შევძლებთ კვლავ დავამარცხოთ დიდი მტერი და ქვეყანა გავაერთიანოთ!“








































































































































































































 






















































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions