მორიგი მემორანდუმი თანამშრომლობაზე ფოთის საკრებულოსთან გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით ფოთს ეწვივნენ, სადაც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

მემორანდუმის მიზანია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ფოთის საკრებულოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთმანეთის რესურსების გაცვლით, უპირველესად, თვალშისაცემი გახდეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირება და შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილება.

მემორანდუმის ცალკეული პუნქტების შესრულება ხელს შეწყობს რეგიონში განსახლებულ დევნილთა პრობლემების მიზანმიმართულ დარეგულირებას, - მიიჩნევენ უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ ე.წ. ფოთის ხსნის გზა გაიხსენა, როგორც მას უწოდებდნენ სოხუმის დაცემის დღეებში; აფხაზეთის ათიათასობით დევნილი ქართველობა ფიზიკურად გადარჩენილად თავს მაშინ თვლიდა, როცა ფოთის სანაპირომდე მოაღწევდა, შემდეგ კი აქედან უკავშირდებოდა დანარჩენ საქართველოს. „ეს საამაყო ქალაქი 14 ათასამდე  აფხაზეთიდან დევნილს ყოველმხრივ უადვილებს ხიზნობის მძიმე ხვედრს“, - აღნიშნა ბატონმა თამაზ ხუბუამ და დასძინა: „ქალაქ ფოთის საკრებულოსთან აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მორიგი დასტურია როგორც ფოთის საკრებულოს ხელმძღვანელობის, ასევე ინტელიგენციის, მთელი სამოქალაქო საზოგადოების საჯარო მზადყოფნისა - აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებამდე ყოველმხრივ გვერდში დაუდგნენ მშობლიური მიწა-წყლიდან დევნილ თანამემამულეებს და შეუმსუბუქონ ხვედრის სიმძიმე“.

ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა, ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი(გია) დარჯანიამ, საკრებულოს წევრებმა, ყველა პარტიული ფრაქციის ხელმძღვანელმა, საკრებულოს აპარატის უფროსმა ლელა ჩიჩუამ მემორანდუმს ხელი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში მოეწერა..
















































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions