აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო მოქვის სახარების გადასარჩენად მეცნიერთა ჯგუფს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოქვის სახარების  გადასარჩენად მეცნიერთა ჯგუფს და საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს შეხვდება.

 

შეხვედრაზე მოქვის სახარების პრობლემატიკის გარშემო კონკრეტული მსჯელობა გაიმართება.

 

როგორც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, მოქვის სახარების გადასარჩენად ქართული საზოგადოება ვალდებულია, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს  და ამ მიმართულებით  მოძრაობა დაიწყოს.

 

ცნობისთვის, მოქვის ტაძარი ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო  კერას წარმოადგენდა, სადაც 1300 წელს სახარების უნიკალური ხელნაწერი გადაიწერა.

 

მოქვის სახარება ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურებით და მრავალფეროვანი ორნამენტებით არის გაფორმებული. 7 საუკუნის წინანდელი ქართული ისტორიული და რელიგიური რელიქვია დღეს განადგურების პირასაა. ფურცვლოვანი ოქრო და საღებავები იშლება, ცვივა და ქრება უნიკალური მინიატურები.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions