ცნობილ სპორტსმენთა დაჯილდოება


დღეს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოებას მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა სპორტის მიმართულებით მათ მიერ გაწეული მუშაობა შეაჯამა.

 

დაჯილდოების ცერემონიალზე მოწვეული იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, რომლებმაც სპორტის დამსახურებულ წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის ვეტერან სპორტსმენებს, სპორტის მუშაკებსა და ამ სფეროში თვალსაჩინო წარმატებით სახელმოხვეჭილ ახალგაზრდა სპორტსმენებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელები გადასცეს. დაჯილდოებულებს შორის იყვნენ: ბონდო კაკუბავა, გელა ინალიშვილი, არსენა მაისურაძე, ლევან კოპალიანი, ლევან გობეჯიშვილი, სოფიო ქვაცაბაია, ანა აფრასიძე, მედეა შონია, მარიამ ბერანძე და დამსახურებული სპორტული ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, აღნიშნა სპორტსმენთა ღვაწლი სპორტისა და ქვეყნის წინაშე და გადასცა უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელები, ხოლო მადლობის სიგელები გადასცა ბატონ ვიტალი ბენდელიანსა და ბონდო კაკუბავას. ბატონმა ჯემალ გამახარიამ ასევე განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, აფხაზეთის მკვიდრის თენგიზ პაჭკორიას ღვაწლს  ქვეყნის წინაშე.

არტგალერეაში გამოფენილი იყო აფხაზეთის ცნობილ სპორტსმენთა ფოტოები, გაიმართა წიგნის „აფხაზეთის სპორტის“ პრეზენტაცია.







































































































































































































 




















































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions