სოხუმის უნივერსიტეტში 1993 წლის 16-17 მარტის მოვლენებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

 

დღეს 11 საათზე, გმირთა მოედანზე სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ომის ვეტერანები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ აღნიშნა რომ 1993 წლის 16-17 მარტის ბრძოლების დროს ქართველმა მეომრებმა გამოიჩინეს სამშობლოსათვის თავდადების არაერთი მაგალითი და გადაარჩინეს სოხუმი.

 

დღესვე, 12 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით სოხუმის უნივერსიტეტში სამეცნიერო-თემატური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა უძღვებოდა. კონფერენციაზე ნაჩვენები იყო 16-17 მარტის სისხლისმღვრელი ბრძოლების ამსახველი ვიდეომასალა.

 

შეგახსენებთ, რომ 18 წლის წინ, 1993 წლის 16 მარტს დაიწყო რუსეთის გენერალურ შტაბში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება სოხუმზე, რომელშიც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, სამხედრო ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა.Aიმ დღეებში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ქართველმა ჯარისკაცემბა, არტილერიამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ არნახული გმირობა და თავდადება გამოავლინეს. შედეგად მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და ბრძოლის ველზე ასობით დაღუპული მებრძოლი დატოვა. მარტის იმ დღეებში მტრის მოგერიებას და სამშობლოს ინტერესების დაცვას მრავალი თავდადებული მამულიშვილი შეეწირა.



უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილება


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions