24 მარტს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა საქართელოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ აფხაზებთან

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან რეგიონებიდან ჩამოსული ეთნიკური აფხაზების შერხვედრას ესწრებოდა.

 

საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ ეთნიკურ აფხაზებს შეხვდა.


შეხვედრის ინიციატორი აჭარაში მცხოვრები აფხაზები იყვნენ. უწმინდესთან შესახვედრად საპატრიარქოში 100-ზე მეტი ეთნიკური აფხაზი მივიდა. ილია მეორე მათ მიესალმა და დალოცა.


"მტერს სურს, გაკრიჭონ საქართველო და დაანაწევრონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენი მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია და ის არ დაუშვებს საქართველოს დანაწევრებას. მეჯრა, რომ აფხაზები ქართველებთან ერთად ბედნიერები იქნებიან", - ბრძანა პატრიარქმა.


შეხვედრაზე იმყოფება ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ვოკალური ჯგუფი.

 

ჯგუფმა შეასრულა აფხაზური სიმღერები და ქართული საგალობლები. 


 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions