აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მადლობის წერილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროექტის „მომავალს ვერ დაამარცხებ“ ფარგლებში 2019 წლის 25 დეკემბერს ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა წინასაახალწლო ღონისძიება, რომელიც იმავე დღეს გაგრძელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში. ღონისძიებაში მონაწილობდნენ როგორც დევნილი, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოსწავლეები და მათი მშობლები. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო კომპანიებს „ჭიტას“, „ბარამბოს“, „ევროკონდიტერს“, თბილისის 108-ე, მე-18-ე და 150-ე საჯარო სკოლებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ულოცავს დამდეგ შობა ახალ წელს საუკეთესო სურვილებით.





Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions