2011 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის მკვიდრის წმ. აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) 150-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და საპატრიარქოსთან არსებულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა ჩაატარეს ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.
მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორებმა ჯემალ გამახარიამ, ლია ახალაძემ და ბეჟან ხორავამ. სიტყვით ასევე გამოვიდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა.