22 თებერვალს სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში “ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დაცვის, დეოკუპაციის საკითხების საერთაშორისო არენაზე გააქტიურებისა და თანამედროვე ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში გამოვლენილი აქტიური საზოგადოებრივი პოზიციისათვის” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:
ირაკლი გივიაშვილი - იურისტი - სამართლის დოქტორი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
ვლადიმერ ხმელიძე - საერთაშორისო მოძრაობა იბერიის დამფუძნებელი, ოზურგეთის ყოფილი პრეფექტი
ავთანდილ ლოლაძე - ისტორიკოსი, რუსთავის პრეფექტის ყოფილი მოადგილე;
მადლობა მათ მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის!
დაჯილდოვდნენ რუსულ ნეოიმპერიასთან რეალურად მებრძოლი ადამიანები:
- ეროვნული მოძრაობის გაუყიდავი და შეურიგებელი ნაწილი (ე.წ. “ნამდვილი ზვიადისტები“);
- აფხაზეთის ახალგაზრდული თაობის ის შემადგენელი, ვინც საკუთარ ქვეყანაში ვერ იქნა სათანადოდ გამოყენებული;
- და ის ქართველი კარიერული დიპლომატების იშვიათი წარმომადგენელი, ვინც ყოველდღიურ ომშია რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან! სულ ეს იყო ამ აქტით ჩაფიქრებული - 23 თებერვლის საპირწონე ღონისძიება!