უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

28 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს.

 

კერძოდ, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვბის პროცედურის დაწყების შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების თაობაზე; უმაღლესი საბჭოს წევრების ნ. მესხიასა და რ. შამუგიას ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ო. ნაგარნინას შესახებ; ნიდერლანდების სამეფოში (ამსტერდამი, ჰააგა), ბელგიაში (ბრიუსელი) და საფრანგეთში (სტრასბურგი) მივლინების შედეგების შესახებ.

პრეზიდიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები.





































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions