ჯემალ გამახარია: „მალე ევროპის ყველა დიდ ქვეყანაში რუსეთის საელჩოებთან ოკუპაცია გაპროტესტდება“

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ევროპაში ვიზიტის დროს ქართული დიასპორის წევრებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ქართული დიასპორის დევნილი მოსახლეობა რუსულ ოკუპაციას ევროპაშიც გააპროტესტებს.

 

„ჩვენ ვიზიტის დროს შევხვდით ჩვენს დევნილ ქართველ მოსახლეობას, ვისაუბრეთ უამრავ თემაზე, ყველა მათგანთან ჩვენ ელექრტონული კომუნიკაცია გვაქვს. დავგეგმეთ, რომ ყოველი 5 ოქტომბერი გამოცხადდება ქართველების გენოციდის დღედ. სწორედ ამ პროტესტის გამოსახატავად ევროპის ყველა დიდი ქვეყანაში რუსულ საელჩოსთან ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.გამახარიამ ყურადღება კორონავისურზეც გაამახვილა, მისი ინფორმაციით დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახმარებისთვის ვირუსის გავრცელების შემთხვევაში დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს, თუმცა გახარია თვლის, რომ ეს პირდაპირი გზავნილი იყო საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

„მათ კარგად იციან, რომ საერთაშორიო ორგანიზაციები საქართველოს გვერდის ავლით დეფაქტო ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობენ, ამიტომ გუშინ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო ჩვენი მისამართით. საჭირეობის შემთხვევაში ქართული მხარე მზად იქნება დახმარება გაუწიოს“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ

SCARA - ვიდეო - ვიდეო - ჯემალ გამახარია მედიაცენტრ მთავარში 28.02.2020
http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-51-25/2010-06-28-12-10-07.html?view=video&video=44

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions