უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა

2 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის თაობაზე.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდგომ გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგად 13-მა დეპუტატმა 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე.
















































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions