დევნილი მოსახლეობის პოლიტიკური ხელისუფლება გააქტიურდა

ტვ. „ობიექტივის“ გადაცემაში „ღამის სტუდია“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, კონფლიქტოლოგმა  ალექსანდრე რუსეცკიმ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გააქტიურებაზე ისაუბრა.


ალექსანდრე რუსეცკის განცხადებით, „დევნილი მოსახლეობის პოლიტიკური ხელისუფლება გააქტიურდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების დისკრიმინაციას ახდენდა და საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართვის საშუალებას არ აძლევდა. საქართველოს ხელისუფლების შეცდომები მდგომარეობდა იმაში, რომ ახდენდა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ბლოკირებას. ფაქტობრივად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გათიშა ეს ინსტიტუცია პოლიტიკური ასპარეზიდან და მხოლოდ ნომენკლატურული ფორმით დატოვა იგი,“– ამ  და სხვა საინტერესო მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას კონფლიქტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი გადაცემაში „ღამის სტუდია“ იხილეთ ბმული: https://youtu.be/b7ZHKO7d31M

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions