მორიგი ჰუმანიტარული აქცია

4 ივნისს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში იზოლაციაში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები ამჯერად 11 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცათ, რომლებიც თბილისში, „ქართული ფილმის“ ყოფილ სასტუმროში არიან განთავსებული.

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ბატონებმა ჯემალ გამახარიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ქალბატონმა რაისა ქარაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა მიიტანეს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ზრუნავს იმისათვის, რათა იზოლაციაში მყოფ დევნილ ოჯახებს შეუმსუბუქდეთ არსებული მდგომარეობა.

ამასთან, ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის და იგი მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრების საშუალებით.










































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions