3 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და საშუალოვადიანი 2021-2024წწ. სამოქმედო გეგმის შესახებ; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ეთიკის საბჭოს შემადგენმლობის შესახებ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში უმაღლესი საბჭოს ფრაქციებიდან კვოტით გათვალისწინებული შემადგენლობის შესახებ.
პრეზიდიუმს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.