უმაღლესი საბჭოს წევრებმა ბაგების დასახლებასა და წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 3 ივლისს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები რამდენიმე აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცათ, რომლებიც თბილისში, ბაგების დასახლებასა და წყნეთში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებებში არიან განთავსებული.

პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს წევრებმა მურმან კვარაცხელიამ, თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

ჰუმანიტარული დახმარების აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული ღონისძიებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.






























































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions