დევნილებთან შეხვედრა

მიმდინარე წლის 18-19 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი მურმან კვარაცხელია იმყოფებოდა ქ.ქუთაისში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრაზე.

დეპუტატი მურმან კვარაცხელია შეხვდა თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ თანამემამულეებს. მათთან გაიმართა  საუბარი სოციალურ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. დეპუტატმა გულისყურით მოუსმინა იქაურ მაცხოვრებლებს და გაიგო მათი პრობლემები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს.

შეხვედრაზე  ისწრებოდა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავრონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონი ნათია კოპალიანი. შეხვედრა იყო საქმიანი და ზოგჯერ ემოციურიც.



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions